...
ამბები

23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

Avatar
T:555 000 289

 

ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება. 23 ნოემბერს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.

III-IV საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები და ქრისტიანობისათვის წამებული წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას თაყვანს სცემენ არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები: კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში-ყურანშიც კი მოიპოვება.

საქართველოში ამ წმინდანისადმი ოდითგანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობოდა. მის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და დღესაც შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა, რომლებიც გიორგობის დღესასწაულზე მლოცველებს ვეღარ იტევენ.
წმინდა გიორგის წამების გამომხატველი ხატები:
image
image

image





ბორბალი, რომელზეც აწამეს წმინდა გიორგი:
image

დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთ გამოხატულებად სწორედ 23 ნოემბერი (ძვ. სტილით 10) მიიჩნევა, რადგან გიორგობას, სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ.
გილოცავთ ყველას, მეოხ გეყოთ წმინდა გიორგი, გფარავდეთ მისი ძალა და მადლი, გმეგზურობდეთ ცხოვრების გზაზე.
წყარო:intermedia.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com