ილია მეორე - შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მის გაჭირვებას უნდა ვხედავდეთ


ილია მეორე-ის სურათის შედეგი


ადამიანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება – შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მის გაჭირვებას უნდა ვხედავდეთ, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.


აღნიშნულთან დაკავშირებით ილია მეორემ დღეს სახარებიდან იქადაგა. "უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. დღევანდელ სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ახალგაზრდა ვაჟი მივიდა მაცხოვართან და ეკითხება: რა გავაკეთო, რომ სასუფეველი დავიმკვიდრო?! უფალი ამბობს: შეიყვარე ღმერთი, ადამიანი, გიყვარდეს დედა და მამა, პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა. "ამას ყველაფერს ვასრულებო".

შემდეგ მაცხოვარი ეუბნება, რომ თუ გინდა სრულყოფა, წადი და გაყიდე შენი ქონება, დაურიგე გლახაკთა და შემომიდექი მე. სახარებაში წერია, რომ ეს ახალგაზრდა მაცხოვრისგან მწუხარე წავიდა, რადგან იყო მდიდარი და ვერ გაიმეტა თავისი ქონების დარიგება. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა არიან მდიდრებიც, გლახაკებიც, გაჭირვებულებიც. ადამიანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება, უნდა ჰქონდეს სულიერი ხედვა, შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვხედავდეთ გაჭირვებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ცხოვრება გავუადვილოთ. აი, ამას ქადაგებს დღევანდელი სახარება", - ბრძანა პატრიარქმა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com