ამბები




რუსთავში, ერთ-ერთ ოჯახში, 36 ხატს მირონი სდის


 

რუსთავში, ერთ-ერთ ოჯახში  უფლის სასწაული ხდება. 36  ხატს მირონი სდის. მირონმდინარე ხატები ჯამებშია ჩაბრძანებული. ოჯახში, ხატებთან, ავადმყოფები მიყავთ და მირონს იქვე ცხებენ, ზოგსაც მირონი პატარა შუშებით სახლში მიაქვს. ამბობენ, რომ  ოჯახში, სადაც უფლის ეს სასწაული ხდება, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან სასულიერო პირები და მრევლისთვის, ჭურჭელს მირონით ავსებენ.  ამ ოჯახში მისული ადამიანები კი, საკუთარი თვალით ხედავენ ხატებიდან მირონდენის პროცესს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ერთ-ერთ ღვთისმშობლის ხატს, როცა მირონდენა უძლიერდება, მასზე გამოსახული ღვთისმშობელი იღიმის.

მირონდენა ხატებმა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. ოჯახის დიასახლისს მარინა ჰქვია და მას 4 შვილი ჰყავს. ოჯახს ეკონომიურად  უჭირს. მისი ერთ-ერთი შვილი მორჩილია და ბერობისთვის ემზადება. სასულიერო პირები ამ მოვლენას ღვთის სასწაულად მიიჩნევენ და საზოგადოებას რწმენაში გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com