ამბები

„ბაბა ვანგა „- ხილული სამყაროს უსინათლო ნათელმხილველი


„ბაბა ვანგა „- ხილული სამყაროს უსინათლო ნათელმხილველი

 

 

 

 

 

 

 

 "დადგება დრო, როდესაც დედამიწაზე აღარ იქნება ტყუილი. არ იქნება ქურდობა და ძალადობა, შეწყდება ომები. დედამიწაზე მაცხოვრებლები შეიცნობენ სიცოცხლის ფასს და გაუფრთხილდებიან მას”…

31 იანვარს მსოფლიოში ცნობილი, ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული ნათელმხილველის ვანგას დაბადებიდან 102 წელი შესრულდა. შეეძლო კი გოგონას ბულგარეთის ქალაქ სტურმიცადან, სახელად ვანგელიას ბავშვობის ასაკშივე ევარაუდა, რომ წლების შემდეგ მისი ნიჭის თაყვანისმცემელთა რიცხვი ასეულ ათასს მიაღწევდა და მასთან ვიზიტისას მსოფლიოს უძლიერესი პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები მორჩილად დაუწყებდნენ ლოდინს საკუთარ რიგს ან მომენტს როცა ბაბა ვანგა ნათელხილვის განწყობაზე იქნებოდა.

ვანგას ზოგადი ბიოგრაფია ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ იგი მოზარდობისას დაბრმავდა მომაკვდინებელ სმერჩში მოყოლილი. 16 წლის ასაკიდან კი მოულოდნელად აღმოაჩინა საკუთარ თავში ნათელმხილველური შესაძლებლობები. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ვანგასეული ბევრი წინასწარმეტყველება ძალიან ახლო თანხვედრაში მოდის, ლეგენდარული ნოსტრადამუსის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ფაქტებთან. თუმცა, ვანგას შემთხვევაშიც, ნებისმიერი წინასწარმეტყველება ორმაგი სარჩულით იკითხება, ამიტომ ამ ცნობების ორსახოვნება დღემდე თავსატეხს წარმოადგენს კაცობრიობისთვის. თუმცა, ერთი რამ უდავოდ ფაქტია – ვანგრა უშურველად აკეთებდა სიკეთეს და ბრმა ბულგარელი წინასწარმეტყველი, რომელიც ზოგიერთს მანიპულატორად და "შარლატანად” მიაჩნდა და მიაჩნია დღემდე, არაერთგზის დახმარებია სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანებს.

ჯერ კიდევ 1980 წელს ვანგამ კურსკის ჩაძირვა იწინასწარმეტყველა. "საუკუნის ბოლოს, დაახლოებით 1999 ან 2000 წლის აგვისტოში, კურსკი ზღვის ფსკერზე აღმოჩნდება და მთელი მსოფლიო დაიტირებს მას” – ამბობდა იგი. მისი ეს წინასწარმეტყველება მითითებულ დრომდე სკეპტიკოსების გაკილვის და ირონიული დამოკიდებულების საგანი იყო – ქალაქი კურსკი ხომ გეოგრაფიულად არც ზღვის, არც მდინარის ახლოს არ გახლავთ განლაგებული… თუმცა, როცა რუსული წყალქვეშა ატომური კრეისერი "კურსკი” 2000 წლის 12 აგვისტოს რეაქტორის აფეთქების გამო, სრული საეკიპაჟო შემადგენლობით ჩაიძირა ბარენცის ზღვაში, სევერომორსკის მიდამოებთან, ინფორმაცია ვანგას უნიკალური ნიჭის შესახებ ბევრმა ირწმუნა.

და მაინც, რა იყო ამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ბულგარელი ბებოს ფენომენალური ნიჭის მიზეზი? საიდან მოდის ვანგას შესაძლებლობები და რამ განაპირობა მისი მსოფლიო დონის პოპულარობა. მოდით, მისი რუკის დეტალებს გადავხედოთ სიღრმისეულად.

ვანგა 1911 წლის 31 იანვარს დაიბადა ბულგარეთის პატარა ქალაქ სტრუმნიცაში. ამბობენ, რომ დღიდან დაბადებისა დაახლოებით თვენახევრის მანძილზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ამიტომ სახელი მას მხოლოდ მაშინ დაარქვეს, როცა მარტის ბოლოს ჩვილმა ჯანსაღად და ხმამაღლა პირველად შეძლო ტირილი. ბებიამ მას სახელად ვანგელეი დაარქვა, რაც თარგმანში "პოზიტიური ინფორმაციის გამავრცელებელს” ნიშნავს.

იანვრის მერწყულებს ასტროლოგების აზრით, გარდა მმართველი პლანეტა ურანისა, ვენერას გავლენაც აღენიშნებათ. რაც თავის მხრივ მერწყულის ჰუმანურ ბუნებას მეტ გულისხმიერებას, თანაგრძნობის უნარს, პასუხისმგებლობის გრძნობას და ოპტიმიზმს ჰმატებს. სწორედ ამ თვისებებით იყო დაჯილდოებული მისი თანამედროვეების აღწერით ბებია ვანგა.

ვანგას ჰოროსკოპში ძირითადი პლანეტების ჰაერის სტიქიაში განლაგება, ამ ადამიანს მკვეთრად გამოხატული სახასიათო შტრიხებით აჯილდოებს. მისი ბუნება "ჭეშმარიტად

 

ურანიანულია” (მზე, მთვარე, ვენერა მერწყულის ზოდიაქოში) – რის ხარჯზეც ვანგას არტისტიზმი, სხვების დარწმუნების უნარი და მდიდარი ფანტაზია გააჩნდა.

Astrologia

დაღმავალი კარმული კვანძი მორიელში, მერწყულის ზოდიაქოს დიდი გავლენა – ეს უდავოდ მიანიშნებს ადამიანზე, რომელსაც ნათელმხილველის ნიჭი გასული ინკარნაციიდან მოსდევს და ამ ცხოვრებაში ურანის ძლიერი გავლენით, მას მომავალში ცქერის უნარიც დაემატა. ძლიერი ურანი და ნეპტუნი – ნიშნავს იმას, რომ ინდივიდს აქვს ძალა საკუთარი ქმედებებითა და აზროვნებით, შეცვალოს უკეთესობისკენ საზოგადოება ან მისი გარკვეული ნაწილი მაინც. ხოლო ნეპტუნის განლაგება რუკაში ამ ადამიანის ძლიერ რელიგიურობასა და მკვეთრად განვითარებულ ინტუიციაზე მეტყველებს. მასვე შეგვიძლია მივაწეროთ მედიუმის შესაძლებლობები და პარაფსიქოლოგიური უნარების ფლობაც,  რომელიც ბულგარელ წინასწარმეტყველს აშკარად გააჩნდა. თუმცა, იგივე ნეპტუნის მდებარეობა გვაფრთხილებს იმაზე, რომ ინდივიდს აქვს საშუალება საკუთარი ნიჭის მეშვეობით გახდეს როგორც ცნობადი და პოპულარული, ასევე სხვისი მანიპულაციის მსხვერპლი და მართული მარიონეტი.

მარსისა და პლუტონის განლაგება ვანგას ჰოროსკოპში, უძლიერესი კოსმიური ენერგეტიკის წვდომის უნარს ნიშნავს, რომელსაც გარდა დადებითისა ბევრი უარყოფითი ეფექტის გამოწვევაც შეუძლია, თუკი ინდივიდი სწორად არ აირჩევს ცხოვრების გზას. იუპიტერისა და აღმავალი კვანძის განლაგება მორიელის ზოდიაქოში კი იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანს მასებზე შეუძლია გავლენის მოხდენა საკუთარი ოკულტური შესაძლებლობებით, თუკი იგი მას კაცობრიობის საკეთილდღეოდ გამოიყენებს.

ამბობენ, რომ ვანგა განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა იმ ადგილს, სადაც ცხოვრობდა. მისი უახლოესი ადამიანების თქმით, მან სპეციალურად შეარჩია საცხოვრებლად პატარა დაბა რუპოვში, მთასთან ახლოს გადამწვარი ტრამალის დასაწყისში. იგი ამ ადგილის დადებითი ენერგეტიკით სარგებლობდა და იმუხტებოდა.

"ნებისმიერ ჩვენგანს თვალს ადევნებს დიადი თვალი, რომელსაც არც ერთი ჩვენი ქმედება არასოდეს გამოეპარება, იგია უმაღლესი კოსმიური გონი, მე კი ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი ვარ თქვენსა და მას შორის” – ეს სწორედ ვანგას სიტყვებია. 

სტელიუმი მერწყულში – თვითრწმენა, სხვებზე ზეგავლენის მოხდენის ნიჭი. იუპიტერი მორიელში – ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნება, რომელსაც არ უყვარს, როცა ეწინააღმდეგებიან. ცნობილი ფაქტია, რომ ვანგა ზოგიერთ ვიზიტორს ხშირად საკმაოდ უხეშ და უცერემონიო პასუხებსაც სცემდა. ურანი ასცენდენტზე – მედიუმის მონაცემები. მერკური-ნეპტუნის ოპოზიცია – უჩვეულო უნარები. ინფორმაციის არატრადიციული მეთოდით მიღების შესაძლებლობა – უსინათლობის გამო ხომ  ვანგა სამყაროს მარტოოდენ ბგერებითა და შეხებით აღიქვამდა.

დაბოლოს, ეპილოგის ნაცვლად მინდა ვანგას კიდევ ერთი, ცნობილი გამონათქვამი დაგიტოვოთ:

"ურწმუნო ხალხს ძნელია დაეხმარო – ეს კარგად გახსოვდეთ” 


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com