...

თუ სოფელმა მოსავალი არ მოიწია ქალაქიც ცუდ დღეში ჩავარდება!

Avatar
T:555 000 289

თუ სოფელმა მოსავალი არ მოიწია ქალაქიც ცუდ დღეში ჩავარდება!
ჩვენთან, დასავლეთ საქართველოში, "აზიური ფაროსანა" სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა. მავნებელი მწერი საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა.მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა.ეს მწერი აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, ბორტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ზიანს აყენებს ატამს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. იმერეთის და სამეგრელოში მხარეში ხალხს გაუნადგურა მოსავალი და სახლებშიც შეაღწია. ხალხი დახმარებას ითხოვს!
ამ სურათის ნახვის შემდეგ ლაპარაკიც ზედმეტია მოსავალზე, რაც არც ქალაქებისთვის არის კარგი,თუ სოფელმა მოსავალი არ მოიწია ქალაქიც ცუდ დღეში ჩავარდება! ეს მწერი საქართველომდე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში იყო: ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში. მავნებელი 2001 წელს დაფიქსირდა აშშ-ში. 2010 წელს მავნებლის მიერ აშშ-ს სოფლის მეურნეობისათვის მიყენებულმა ზარალმა 21 მილიარდ დოლარს მიაღწია. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, თუ როგორ ებრძვის მას სახლის პირობებში ხალხი. სოფლის მკვიდრს იუზა კვაბზირიძეს ვესაუბრე:


შეიძლება გკითხოთ როგორ ებრძვით სახლის პირობებში აზიურ ფაროსანას?
  • -მოგეხსენებათ,რამდენიმე თვეა ძალიან გავრცელდა ეს მწერი საქართველოში,გამინადგურა მოსავალი და სახლშიც შემოაღწია,ძალიან ბევრი საშუალება ვცადე, მაგრამ ბოლოს დაგვირიგეს სპეციალური ხსნარები, რომელსაც "ზონდერი"ეწიდება.
  • ამ ხსნარების დარიგებამდე,რა საშუალებებით ებრძოდით ამ მწერს?
  • თბილ დღეებში,ვიღებთ ბოთლს რომელიც ნახევრად სავსეა წყალით,აზიურ ფაროსანას ვადებთ ამ ბოთლს და ის ვარდება ბოთლში, ფაროსანების დაჭერის შემდეგ, მას ვწვავთ.

სპეციალური ხსნარი რომელსაც "ზონდერი" ჰქვია, მოსახლეებს, თითქმის ყველგან დაურიგდა. მისი გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია დაცვის ინდივიდუალური საშუალებები სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, დამცავი სათვალე, ხელთათმანები, რესპირატორი და აირწინაღი! შეშხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა.
•წამლობა ტარდება უქარო ამინდში დილას ან საღამოს,ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში.
•შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მიზანშეწონილია მაის-ივნისში, მავნებლის დაფრთიანებამდე.
კიდევ ერთ ადამიანს, ლერი კვაბზირიძეს გავესაუბრე, რომელიც გორდში, ნოღაში ცხოვრობს. როგორ ებრძვის ის აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში.
- შეგიძლიათ გვითხრათ როგორ ებრძვით სახლის პირობებში აზიურ ფაროსანას? - ძალიან ბევრი ხერხის ცდის შემდეგ გადავწყვიტე ისინი მექანიკური საშუალებით კერძოთ მტვერსასრუტით შემეგროვებინა და გამენადგურებინა. კიდევ ერთი საინტერესო ხერხი აღმოვაჩინე.


მუყაოს ყუთის, აი, ასეთ კონსტრუქციას გამოვიყენებთ, სადაც მოვათავსებთ  ქაღალდს და ძველ  ტანსაცმელს. ეს უნდა დავდგათ ნებისმიერ ოთახში, ან სასურველია, სხვენში. ფაროსანები აღნიშნულ თავშესაფარს გამოსაზამთრებლად გამოიყენებენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ თავშესაფარი  ფაროსანებით იქნება სავსე, რომელსაც ვწვავთ.



სოფელში, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში, ქიმიური და მექანიკური საშუალებების გამოიყენება.
თუმცა აღნიშნავენ, რომ აუცილებელია პრობლემის სიმწვავე ყველამ გააცნობიეროს.
თათია კვაბზირიძე.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com