ამბები

ბაღდათის მუნიციპალიტეტში საერთო სახალხო დღესასწაული "ბაღდათობა 2017" აღინიშნა


ბაღდათის მუნიციპალიტეტში საერთო სახალხო დღესასწაული "ბაღდათობა 2017" აღინიშნა


ბაღდათის მუნიციპალიტეტში საერთო სახალხო დღესასწაული "ბაღდათობა 2017", მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
დღესასწაული ბაღდათის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიით დაიწყო, შემდეგ კი მოწვეულმა სტუმრებმა ეთნოკუთხეებთან გადაინაცვლეს, სადაც ტრადიციული რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი სამზარეულო იყო წარმოდგენილი.
"ბაღდათობა 2017" – ის ფარგლებში, კულტურის ცენტრში, საპატიო ბაღდათლების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.
საერთო სახალხო დღესასწაულს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გოქსაძე, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com