"ტორპედოს" ძალიან სჭირდება თქვენი მხარდაჭერა!" - გუნდი მორიგ შეხვედრას 18 ივლისს გამართავს

13 ივლისი, 2019 97


 "ტორპედოს" ძალიან სჭირდება თქვენი მხარდაჭერა!" - გუნდი მორიგ შეხვედრას 18 ივლისს გამართავს

18 ივლისს ქუთაისის "ტორპედო" თბილისში, ევროპალიგის პირველი ეტაპის საკვალიფიციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ორდაბასს" შეხვდება. მატჩი
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  21:00 საათზე დაიწყება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ მატჩს გულშემატკივართა დიდი რაოდენობა დაესწროს. "ტორპედო" ის კლუბია, რომლის წარმატებაც გულშემატკივრებთან ასოცირდება. შესაბამისად, თქვენი როლი ამ მატჩშიც განსაკუთრებული იქნება. "ტორპედოს" ძალიან სჭირდება თქვენი მხარდაჭერა!,"-ნათქვამია "ტორპედო"-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული მატჩის ბილეთების რამდენიმე დღეა ონლაინ-გვერდ TKT.GE-ზე იყიდება.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური კრიზისის გამო, ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ფეხბურთელებმა დატოვეს. ამ ეტაპზე გუნდის თავიდან დაკომპლექტება მიმდინარეობს.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: