ქუთაისელმა მოკრივეებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვეს

09 ივლისი, 2019 62


ქუთაისელმა მოკრივეებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვეს

ქუთაისელმა მოკრივეებმა კახაბერ ჟვანიას სახელობის ტურნირზე 3 ოქროს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

ქუთაისის აკაკი კაკაურიძის სახელობის კრივის სკოლა ტურნირზე 7 მონაწილით გამოვიდა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ : საბა ერემეიშვილი (48კგ), საბა სინაურიძე (56კგ) და თემო ქართველიშვილი (76კგ).

ტურნირში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების 14 გუნდი მონაწილეობდა.

საქართველოს არაერთგზის ჩემპიონის, ევროპის ორგზის პრიზიორის, მსოფლიო და 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილის კახაბერ ჟვანიას სახელობის ღია ტურნირი, 2005-2006 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის, სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: