ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი 100 წლისაა

07 ივლისი, 2019 57


ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი 100 წლისაა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი 100 წლის გახდა. იუბილე ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სასწავლებლის ცხოვრების ამსახველი ისტორიული ფოტოების გამოფენით გაიხსნა და კლასიკური მუსიკის კონცერტით დასრულდა.
100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს სხვადასხვა ჯილდო გადასცა.
საღამოს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე ნინო თავლთვაძე დაესწრნენ.

"დღეს ჩვენ განსაკუთრებული დღე გვაქვს. მთელი ქალაქი აღნიშნავს ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 100 წლის იუბილეს. სასწავლებლის დაარსებასთან დაკავშირებულია უდიდესი ქართველი კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე. ამ დროის მანძილზე სკოლამ შექმნა ზოგადად ქართული მუსიკის ისტორია"- განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს, ქუთაისის მერმა.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: