როგორ მოვხვდეთ ვანის გოგირდის აუზებზე

05 ივლისი, 2019 269


როგორ მოვხვდეთ ვანის გოგირდის აუზებზე

გოგირდოვანი მინერალური წყლის აუზები ვანში ყველა მსურველისათვის ღიაა. ტურისტულად მიმზიდველი ადგილი, რომელიც ბუნებაშია წარმოქმნილი და ჯერ კიდევ ხელუხლებელია სოფლებ ბზვანსა და სოფელ ამაღლებას შორის, ცენტრალური გზიდან 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ქუთაისიდან ავტომობილით, ვანის გოგირდის აბაზანებთან მისასვლელად დაახლოებით 50 წუთი დაგჭირდებათ. მანძილი 34,7 კილომეტრია. 



იმერეთში რიონის პირას ჭალაში მომდინარე გოგირდოვანი აბანო, რომელშიც წყლის ტემპერატურა 41 გრადუსია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით გამოირჩევა.

სამწუხაროდ  გოგირდის აბაზანებთან ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი და მასთან მისასვლელი რაიმე ნიშნულები გზაზეც არ დგას.

გოგირდის აუზი, რომელიც იმერეთში, კერძოდ ვანში, ღია ცის ქვეშ მდებარეობს ტურისტებს ნებისმიერ სეზონზე, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც კი იზიდავს.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: