ამბები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს



საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ სთავაზობენ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში.
"საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ სთავაზობენ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში. აღნიშნული ეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც მოსახლეობას სთავაზობენ ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე (FOREX) საკუთარი სახსრების დაბანდებასა და უცხოური ვალუტით ვაჭრობას.
ასეთი კომპანიები, შეიძლება მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს "საფინანსო", "საბროკერო", "საინვესტიციო" ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის საფინანსო სექტორის ლიცენზირებული წარმომადგენელი და ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული. საქართველოს კანონმდებლობით, ე.წ. FOREX პლატფორმაზე მოვაჭრე შუამავლები, ამ ეტაპზე არ რეგულირდებიან ეროვნული ბანკის მიერ.
ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თანხების ინვესტირებისას მიიღონ მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება" - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com