ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

15 ნოემბერი, 2017 1 243



აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გამართვამდე, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ასოცირებული წევრების საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შემდგომ ინტეგრაციას მხარს უჭერს.
პარტნიორების შენგენის და ერთიან საბაჟო კავშირში გაწევრიანებას 519-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, წინააღმდეგი იყო 114 დეპუტატი და 47 პარლამენტარმა თავი შეიკავა.
რეზოლუცია დღესვე გადაეგზავნება ევროპულ კომისიას და ევროპულ საბჭოს.
ევროპარლამენტარებმა ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ რეკომენდაციები მოამზადეს. რეკომენდაციებში საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული წევრი ქვეყნის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე.
ევროპარლამენტარების ინიციატივით, შესაძლოა დაფუძნდეს საინვესტიციო ფონდი, რომელიც ამ სახელმწიფოებში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას დაეხმარება.
ევროპარლამენტში სამიტის შესახებ რეზოლუციაზე დებატები 14 ნოემბერს გაიმართა. დებატების დაწყებამდე, ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია თუ არ იქნება ახალი დინამიკის წინაპირობა, მასში მნიშვნელოვანი ელემენტები არ აისახება, არ იქნება მომავლის პოლიტიკური ხედვა, მაშინ ეს ევროკავშირის უუნარობის და დროის დაკარგვის დემონსტრირება იქნება.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: