ამბები




ქუთაისში პარლამეტის დარჩენის მოთხოვნით manifest.ge-ზე ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს


 

ქუთაისში პარლამეტის დარჩენის მოთხოვნით manifest.ge-ზე ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. პეტისციის ავტორი პარტია „თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი წულაიაა . თუ რატომ უნდა დარჩეს პარლამენტი ქუთაისში ამასთან დააკვშირებით პარტიის იმერეთის ბიუროს ლიდერს 4 არგუმენტი მოყავს :

1. ქუთაისი არის საქართველოს მეორე ქალაქი, რომელმაც სსრკ დაშლის შემდეგ დაკარგა ძირითადი ფუნქცია და მას შემდეგ ქალაქი ეკონომიკურ დეპრესიაშია. პარლამენტის განთავსება ქუთაისში ხელს შეუწყობს ქუთაისის სტატუსის ამაღლებას;

2. პარლამენტი თბილისისთვის ზედმეტი ტვირთია. თბილისის, როგორც დედაქალაქის სტატუსი ისედაც დადგენილია კონსტიტუციით - იქ განთავსებულია პრეზიდენტის და მთავრობის რეზიდენციები, სახელმწიფო დაწესებულებების 99%. პარლამენტის გადატანა ქუთაისში ერთგვარად ხელს შეუწყობს თბილისის განტვირთვას საცობებისგან.

3. ზოგადად ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრობლემაა, რომ ყველაფერი თავმოყრილია დედაქალაქში . თბილისში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 40%. ნორმალურ ქვეყნებში, როგორც საჯარო ისე კერძო დაწესებულებები გადანაწილებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

4. საქართველო ისტორიულად და გეოგრაფიულად შედგება 2 (დასავლეთ და აღმოსავლეთ) ნაწილისგან. ქუთაისი ყოველთვის (ძვ. წ. II ათასწლეულიდან XIX საკუნემდე) იყო დასავლეთ საქართველოს დედაქალაქი და პოლიტიკური თვალსაზრისით სწორი იქნება მისი განსაკუთრებული სტატუსის აღიარება კონსტიტუციით. პეტიციის პარლემეტში წარსადგენად 29979 ხელმოწერაა საჭირო.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com