ამბები




28 მარტიდან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება


 
"28 მარტს სტუდენტებთან ერთად მივემგზავრები ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში – ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში – ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება – ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეეხო. მისი თქმით, ასევე დაგეგმილია სამდღიანი საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით.
„რამდენიმე დღეში, ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩაირთვება. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის მხრიდან ყველა საკანონმდებლო პროცედურა უკვე დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამი დღის განმავლობაში გვექნება სპეციალური ღონისძიებები – 26, 27 და 28 მარტს. ამ მოვლენას საგანგებოდ დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს ქვეყნა,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com