ამბები

თურქმენეთი შავი ზღვისპირეთში ლოჯისტიკური ცენტრის პროექტით დაინტერესდა




თურქმენეთი შავი ზღვისპირეთში ლოგისტიკური ცენტრის პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგიკვირიკაშვილისა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრ ბაიარ აბაევ შეხვედრაზე აღინიშნა.  

ამ საკითხზე მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მიმდინარეობს.

ასევე, თურქმენეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის გაზრდას გეგმავს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასა და ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერისაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დაესწრნენ. 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com