ამბები




შსს სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის


  შსს-ს აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი უძღვებოდა.
  სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული დოკუმენტები, უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოში შემავალ სტრუქტურებთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტმა შეიმუშავა, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს.
  სხდომაზე ასევე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ინიციატივები, რომლებიც ე.წ. „ქურდული სამყაროსა" და ე.წ. „კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწასა და გამკაცრებას გულისხმობს.
  აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com