ამბები




"გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ერთმა მოსამართლემ ერთპიროვნულად მიიღო"-თეა წულუკიანი


 
"უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების  შესახებ გადაწყვეტილება  სტრასბურგის სასამართლოს ერთმა მოსამართლემ ერთპიროვნულად მიიღო" ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 
 
მისი განმარტებით "რუსთავი 2"-მა როგორც კომპანიამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და მოპასუხე მხარედ დაასახელა საქართველოს მთავრობა. " "რუსთავი 2"-მა სტარსბურგის სასამართლოსგან მოითხოვა რომ საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება მანამ სანამ სტარსბურგის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს . "რუსთავი 2"- მა ამის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები და განმარტა რომ თუ სტრასბურგის სასამართლო მათ საჩივარს არ დააკამაყოფილებდა საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და საქართველოს ქუჩებში იქნებოდა ქაოსი. გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მორიგმა მოსამართლემ მიიღო  რომლის გვარი პროცედურიდან გამომდინარე  უცნობია.  ჩვენ ამის შესახებ არ ვიყავით საქმის ყურში . განადწვეტილების მიხედვით  8 მარტამდე ხელისუფლებამ არ უნდა  განახორციელოს არანაირი ღონისძიება  რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწვევს კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.  ამავე მოსამართლემ საქმეს მიანიჭა პირიორიტეტი,  რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ  სარჩივარზე წინ   სტრასბურგის სასამართლო " რუსთვის 2"-ის საკითხს  განიხილავას"-განაცხადა წულუკიანმა .
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com