ამბები

მატროსოვის ციხეში პროკურორი მივიდა. ის აცხადებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პროცესს განგებ აჭიანურებს


   მატროსოვის ციხეში პროკურორი ჯარჯი წიკლაური მივიდა. მისი განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზს პოულობს და დაკითხვაზე უარს ამბობს, მისი ადვოკატები კი აცხადებენ, რომ პროკურტურა საგამოძიებო მოქმედებებს თავად აჭიანურებს.
  „ბრალდებულის დაკავების დღიდან, არაერთხელ შევთავაზეთ მას, მოეცა ჩვენება და ყველა ჯერზე გვითხრა უარი, როგორც უკვე იცით. იმედია, დღეს მაინც გასცემს პასუხს დასმულ შეკითხვებს. ადოვკატების მხრიდან, ამ თემაზე ატეხილი ხელოვნური აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ დაკითხვა და აბსურდული ეჭვები, რომ შაბათ-კვირას რაიმე ზეწოლა მოხდებოდა ბრალდებულზე, ეს არის მორიგი სიცრუე მათი მხრიდან. როგორც ჩანს, ეს არის მათი ჩვეული ფორმა საქმიანობისთვის. ადვოკატისთვის თუ ასე მნიშვნელოვანი იყო ჩვენება, მას თავად შეეძლო გამოეკითხა ბრალდებული, როგორც დაცვის მხარეს, არავინ უკრძალავდა ამის გაკეთებას და წარმოედგინა გამოძიებისთვის.
  ეს არის სპეკულაცია მათი მხრიდან, ვინაიდან ყოველდღიურად, მასმედიით, სიცრუის ტირაჟირების გარდა, მათ სხვა პროცესუალური შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ისინი უბრალოდ სპეკულირებენ ამ თემაზე.
  ბრალდებული ყოველ ჯერზე იმიზეზებდა სხვადასხვა მიზეზებს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომ ცუდად იყო, ერთხელ არც კი შეხვდა გამომძიებლებს, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ექიმის თანხმობა, რომ მას თავისუფლად შეეძლო საგამოძიეობო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება, ეს იყო მიზეზები, რატომაც ყოველ ჯერზე გვეუბნებოდა უარს.
  ასე, რომ მითითიებები, რომ ჩვენ რაღაცას ვაჭიანურებთ, ეს არის მორიგი სიცრუე მათი მხრიდან, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საგამოძიებო მოქმედება, ბრალდებული დაკითხვა, მივყვებით ამ გეგმას",- განაცხადა წიკლაურმა.
 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com