გიორგი მარგველაშვილი პატრიარქს შეხვდა

21 თებერვალი, 2017 1 508


  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კათალიკოს-პატრიარქს შეხვდა, შეხვედრის დასრულების სემდეგ მარგველაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.
  „ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს აკეთონ თავიანთი საქმე პოლიტიკური სტრუქტურების ჩარევის გარეშე, დღეს უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია საქართველოში და ადვოკატებს უნდა მიეცეთ საშუალება დაიცვან თავიანთი დაცვის ინტერესები. დღეს არის ვითარება, როდესაც ერთი მხარე რომლის თაობაზეც კომენტარს აკეთებენ პოლიტიკოსები და სამართალდამცავები, შეზღუდულები არიან პოზიციების დაფიქსირებაში, როდესაც მთელი ქვეყანა საუბრობს ამ საქმეზე, არ შევდივარ გამოძიების დეტალებში, არ ვარ პროკურორი, გამომძიებელი და მოსამართლე, ეს არის არაჯანსაღი სიტუაცია, როდესაც ერთი მხარე საუბრობს და მეორეს არ აქვს ამის უფლება" – განაცხადა  პრეზიდენტმა.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: