ამბები




ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნიკა მელია და კომიტეტის თავმჯდომარე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება წარიმართა კომიეტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძესა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიას შორის.  დაპირისპირების მიზეზი  ის გახდა, რომ მელიამ კომიტეტის ერთ-ერთ წევრს უმრავლესობიდან საუბრის დასრულება არ აცადა და მის ნათქვამს კომენტარით გამოეხმაურა. 
  კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაზემ  ნიკა მელიას ზრდილობისკენ მოუწოდა და მანდატურს მოუწოდა  ნიკა მელია სხდომიდან გაეყვანა.
  "ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რა არის ეს?! რა წესია? ყველა საუბრობს რიგის მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა ჩაუხტეს ყველას სიტყვაში. რა არის ეს, რა წესია? დიდი, ბოდიში, დავასრულებინოთ ქალბატონს. ელემენტარული ზრდილობის თემაა. არ არის ეს ზრდილობა. აცადეთ სხვას საუბარი, სულ თქვენ უნდა ლაპარაკობდეთ?! "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა მთელი წლების განმავლობაში. რაც შეიძლება ხმამაღლა საუბრით ვერ გადაფარავთ. სულ "ნაციონალური მოძრაობა" რატომაა არეულობის შემომტანი პარლამენტში? დაგვაცადეთ და ძალიან გთხოვთ, მართლა ზრდილობიანად მოიქეცით. ყველა წესიერად მივყვებით რეგლამენტს. ელემენტარული წესები ხომ არსებობს? არ მოგცემთ იმის ნებას, რომ კონსტრუქციული საუბრიდან გადაიყვანოთ სხვა რელსებზე, როგორც გჩვევიათ",- მიმართა კილაძემ მელიას.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com