თინა ხიდაშელი: ,, საპატრიარქოში უკანონო ბიზნეს საქმიანობა მიმდინარეობდაო და ეგ სად თქვეს, რუსთავი 2-ზეო?''


  ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს მიერ „რუსთავი2"-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს თავადაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.  ,,1. საპატრიარქოს ძალადობით ჩამორთმეული ქონება ქონდაო -- და ესენი ამბობენ, რუსთავი 2 -დან რატომ გველაპარაკებაო
  2. მერე იმ ქონებაში მეძავები ცხოვრობდნენო - და რუსთავი 2-დან რატომ გველაპარაკებაო
  3. საპატრიარქოში უკანონო ბიზნეს საქმიანობა მიმდინარეობდაო და ეგ სად თქვეს, რუსთავი 2-ზეო?
  4. მიწები, სპირტი, ნავთობპროდუქტები, გადასახადები, ვალები - და ისევ რუსთავი 2-იდან ნათქვამის არ მჯერაო
ხოდა ჩემო ძვირფასებო, თუ ასე ძალიან არ გჯერათ იმის რაც რუსთავი 2-დან ისმის გადართეთ ეს ტელევიზორი, რას მისჩერებიხართ გაბუნიას და დიანა ჯოჯუას. 
აგერ 14 თებერვლის იმედის ქრონიკაში სოფო ბერიძე ამბობს მეუფე პეტრემ პირველად ჩვენ მოგვცა ინტერვიუ და ჩვენს ეთერში ისაუბრაო. 
  არ გამოვა ეს ამბავი რუსთავი 2 იტყუებას კონტექსტში, არც ის გამოვა რომ ერთი ქალის კრიმინალურ ისტორიად გარდაიქმნას ეს კორიანტელი, არც "მიშისტი" მეუფე გამოვა და მოიფიქრეთ ეხლა რამე. გელოდებით. ოღონდ ისე არა პრემიერი სახელმწიფოს გადარჩენაზე მოსთქვამდეს და ბრალში სხვა რამე ეწეროს''- წერს ხიდაშელი.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com