ამბები




,,პროკურატურის პოზიციაზე მეტად სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამაკვირვა'' - დავით დვალი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება


  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საკრებულოს თავმჯდომარე ეხმიანება. დავით დვალის განცხადებით,  მაჟორიტარ დეპუტატის ლაშა გვენეტაძისა და მისი ძმის პატიმრობაში დატოვება არასწორი გადაწყვეტილება იყო.
  „მოსამართლე ნუთუ მართლა კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით?! შეგნებულად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საჯაროდ არ გამომიხატავს პოზიცია, რომ აღნიშნული არ გამხდარიყო ვინმესთვის საფუძველი, მისაღებ გადაწყვეტილებაზე წნეხში დავედანაშაულებინეთ. სასამართლო სისტემაში საკმაო ხანი ვიმუშავე იმისთვის, რომ მქონდეს პროფესიული ალღო და გამოცდილება და ვიტყვი გულწრფელად, რომ პროკურატურის პოზიციაზე მეტად სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამაკვირვა", - აცხადებს დავით დვალი.



скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com