ამბები

ჯარში ქალების გაწვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს


  პარლამენტში ახალი საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა. ინიციატორი ითხოვს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა ქალებისთვისაც სავალდებულო გახდეს. ცვლილებას „სავალდებულო სამხედრო სამსახურის" შესახებ კანონი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც შემოდის ცნება- ჯარისქალი. როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი, მოქალაქე ირინე ბარბაქაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონის თანახმად, არსებობს ქვეკანონი „საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ", და გენდერული თანასწორობა მამაკაცსა და ქალს ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარუფლებიან პირებად აყენებს, ქალი მაინც სუსტ არსებად რჩება.
  „სახელმწიფო ხელს უწყობს მათ, შეხედულებისამებრ განსაზღვრონ თავიანთი ცხოვრების წესი. შესაძლებლობას აძლევს, კონკრეტულ დროს მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები ისე, რომ მეორე მხარე არ დაზარალდეს, თუმცა, დედაკაცები მაინც სუსტ არსებებად რჩებიან. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში იგზავნებიან მხოლოდ მამაკაცები", - აღნიშნულია დოკუმენტში.

  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ემზარ კვიციანი ამბობს, რომ წინადადებას ხმას იმ შემთხვევაში მისცემს, თუ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა დეპუტატი ქალის მთავარ პრიორიტეტად შვილების გაჩენას თვლის.
  „ამ წინადადების შესახებ ინფორმირებული ვარ, თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია: ქვეყანა დგას დემოგრაფიული პრობლემის წინაშე, ქალის მოვალეობაა, შვილები გააჩინოს და მერე თუ უნდა წავიდეს ჯარში. მე ამ წინადადებას მხარს იმ შემთხვევაში დავუჭერ, თუ ეს ნებაყოფლობითი იქნება, ქალბატონმა თინამ, როცა მინისტრი იყო, ამ ვალდებულებებისგან კაცებიც გაათავისუფლა და ქალისთვის მით უმეტეს, ძალის დატანება ჯარში სამსახურზე დაუშვებელია, მით უმეტეს, დაკარგული ტერიტორიების ფონზე", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com