ამბები




საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა


  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებასა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ და ამ პროცესში, საქართველოს პარლამენტის როლზე იმსჯელეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას.
  შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე დაესწრნენ.
 
  „ასოცირების შეთანხმებასა და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით, გვაქვს სრული მხარდაჭერა ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან. ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ძალიან პოზიტიური და მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com