ამბები




ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა


   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იანგლანდს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. თანამშრომლობა ისეთ სფეროებს შეეხება, როგორიცაა სასამართლო სისტემა, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების საკითხები.
   ირაკლი კობახიძემ თორბიორნ იაგლანდს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მომზადებული კონსოლიდირებული ანგარიშისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ სამდივნოს დელეგაციას არ ეძლევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის საშუალება, რათა ადგილზე შეაფასოს არსებული მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშები საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშების მომზადება საქართველოს მიმართ ყურადღებისა და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. შეხვედრაზე საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმებიც განიხილეს.
   შეხვედრაზე ჩვენ დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ, ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმაზე. ეს ძირითადი თემები იყო. ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა გენერალურ მდივანთან და კიდევე ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას საქართველოში ვიზიტისთვის და მხარდაჭერისთვის, ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com