ამბები




გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა


  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრ დოქტორ მაჯედ ბინ აბდულა ალ კასაბის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში გაზრდილი არაბული ინვესტიციები იყო. საუდის არაბეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.
  2016 წლის III კვარტლის მონაცემებით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 10.53 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8-ჯერ მეტია. ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის 25.19 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 266%-ით აღემატება.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com