ამბები




"ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას" - "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირებამ პარლამენტში გადაინაცვლა


პარლამენტში, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ოთახში ნიკა მელია თანაგუნდელებს დაუპირისპირდა.
”ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას. პარტიიდან გარბიხართ, ”ნაციონალური მოძრაობიდან” გარბიხართ შენ, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი”, - მიმართა ნიკა მელიამ სერგო რატიანს. 
საპასუხოდ კი სერგო რატიანმა მელიას მოუწოდა ეთქვა, თუ სად იყო აქამდე და რა პოზიცია ჰქონდა.

”ბოკერიას ვინც უჯერებდა, კარგად ვხედავთ. აქამდე სად იყავი.
გარბიხართ თქვენ, როდესაც აწყობთ იმას, რასაც აწყობთ”, - აღნიშნა სერგო რატიანმა.

ნიკა მელია დაპირისპირებულმა თანაპარტიელებმა ოთახიდან ტაშით გააცილეს.
თანაფრაქციელების დაპირისპირებს ელენე ხოშტარია გამოეხმაურა. 

როგორც მან ინციდენტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ნიკა მელია, რომელიც საკუთარი ფრაქციის წევრებს ასეთი მოვარდნებითა და შეურაცხყოფით ელაპარაკება, გუნდის ლიდერი ვეღარ იქნება.

ხოშტარიას განმარტებით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი სხდომა, სადაც თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო. ხოშტარიას განმარტებით, უგულავა თანაგუნდელებს სთხოვს, რომ ყველა რესურსი ბოლომდე იყოს გამოყენებული კონსულტაციებისთვის. 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com