ამბები




ირაკლი ღარიბაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა კიდევ სამ ჯგუფად იშლება"


"ნაციონალური მოძრაობა კიდევ სამ ჯგუფად იშლება",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობიდან" 4 პოლიტიკოსის წასვლის კომენტირებისას განაცხადა.

"გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ. ბოლო მომენტამდე, როგორც იქნა, მათ შეძლეს ერთ გუნდად წარმოჩენა, მაგრამ ვიცი, რომ შიგნით კიდევ სამ ჯგუფად იშლება "ნაციონალური მოძრაობა", - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობა" ოთხმა პოლიტიკოსმა დატოვა - პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ და გოგა მელაძემ. მათ დღეს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც პარტიიდან გასვლის მიზეზებს განმარტავენ.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com