ამბები




ავტომობილების განბაჟების საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს


ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებული მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა შეიცვალოს.
შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ცნობით, აღნიშნულსაკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთანდამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს. პარლამენტშიწარდგენილი პროექტის თანახმად, რომლისავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, 3-დან 6-წლამდეავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლომნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის.ფინანსთა სამინისტროსთანდაწყებული კონსულტაციები სწორედ ამ თემას ეხება. ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა, თუმცაშენიშვნების გათვალისწინებით. 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com