ამბები




გიორგი კვირიკაშვილი ვიქტორია ნულანდს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდა.შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ვიქტორია ნულანდმა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეხვედრაზე ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და მხარდაჭერა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესაძლებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებში. მხარეები საქართველოს და ამერიკის მთავრობების გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ. ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე და თბილისში სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში პლენარული სესიის გამართვის საკითხებზე.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com