ამბები




იოჰანეს ჰანმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესებზე ისაბრა


საქართველომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიზნით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში, გუშინ გამართულ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იოჰანეს ჰანმა საქართველოს, უკრაიანისა და მოლდოვას პროგრესზე ისაუბრა.
"საქართველომ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისთვის შთამბეჭდავი ძალისხმევა გასწია, შედეგები უკვე შესამჩნევია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის კუთხით. სხვა ინდიკატორებიც იმედის მომცემ ნიშნებს გვაძლევს", - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.
ევროკომისარმა ვიზალიბერალიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება და საქართველოს მიერ ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი.
როგორც იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე დაასრულოს.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com