ამბები




გიორგი ქადაგიძის შემცვლელის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა მიმდინარეობს


 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციისუფროსი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხზე ექსპერტებს ხვდება.

დღევანდელშეხვედრაზე მხარეები, სავარაუდოდ, კონკრეტულიკანდიდატურების შესახებ იმსჯელებენ.
ექსპერტებისგანცხადებით, მთავარიკრიტერიუმი, რომელსაცსაბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, პროფესიონალიზმია. ასევე, მათი აზრით, კანდიდატი პოლიტიკურად მიუკერძოებელი უნდა იყოს.
"კანდიდატი უნდა იყოს დარგის ცნობილი სპეციალისტი და არ უნდა ასოცირდებოდეს არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან. ის უნდა იყოს ფიგურა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს გარკვეულ სტრესს", - განუცხადაჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე ექსპერტმა გიორგი ღაღანიძემ.
როგორცცნობილია, ეროვნულიბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს თებერვლის ბოლოს უფლებამოსილებისვადა ეწურება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების საფუძველზე სწორედ მის შემცვლელს არჩევს. კონკრეტული კანდიდატურა, სავარაუდოდ, იანვრისბოლოს დასახელდება.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com