ამბები




პრობლემები რუსეთის მთავრობასთან და არა რუს ხალხთან - დავით უსუფაშვილი ლატვიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა


ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ლატვიის უნივერსიტეტში გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის მიმართ, ქვეყანაში არსებულ წამყვან პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთსულოვნებაა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მთავრობას გააჩნდა და გააჩნია ერთი კურსი-ევროპა. საქართველომ მიაღწია სერიოზულ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, ისევე, როგორც ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს არ სურს, იყოს ბარიერებისა და დაბრკოლებების შემქმნელი საგარეო პოლიტიკურ არენაზე, პირიქით, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სამყაროსთვის დასაყრდენი პარტნიორია.

პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა. „ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს რუს ხალხთან, მაგრამ ბევრი პრობლემა გვაქვს რუსეთის მთავრობასთან. მიუხედავად ამისა, ჩვენი სტრატეგიაა მოთმინება. საქართველო არ გამოიყენებს ძალას კონფლიქტების გადასაჭრელად. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ მათ ასევე მოახდინონ ჩვენი გეგმების, ხედვებისა და გონების სრული ოკუპაცია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტების მოგვარების, ტერორიზმის და სხვა გლობალური საკითხების გადაჭრის მიმართულებით. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო მისიაში, მათ შორის, ავღანეთში, სადაც საქართველო სამხედრო ძალების კონტრიბუტორი ყველაზე მსხვილი ქვეყანაა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com