ამბები




დავით უსუფაშვილი ლატვიის პარლამენტის სპიკერს ინარა მურნიეცეს შეხვდა.


ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქვეყნის სეიმის (პარლამენტის) სპიკერს, ინარა მურნიეცეს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება განათლების სფეროში.

მხარეებმა საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრეს. დავით უსუფაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალებით დაკომპლექტდება შემდეგი მოწვევის პარლამენტი, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გააგრძელებს ლატვიის სეიმთან იმ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც უკვე წლებია, გრძელდება. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შესაძლებელია, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებმა აქტიურად ითანამშრომლონ გამოცდილების გაზიარების კუთხითაც. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონულ საკითხებსა და გლობალურ გამოწვევებზეც. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტსა და საქართველოს მოლოდინებს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს 19 იანვარს დაასრულებს.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com