New America: საქართველოს დემოკრატია – კუნძული და არა შუქურა

17 ოქტომბერი, 2016 1 537


 

 

მაიკლ ჩეჩირეს წერილი, რომელსაც New America ავრცელებს, საქართველოში ჩატარებულ  საპარლამენტო არჩევნებს ეძღვნება.
პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ფართო ადგილობრივი და საერთაშორისო კონსენსუსის თანახმად, ეს იყო აბსოლუტურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მისასალმებელ კონსოლიდაციაზე მიუთითებს.„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროგრესის წყალობით, ქვეყანა ერთმნიშვნელოვნად ყველაზე მტკიცე და აქტიური დემოკრატიის მქონე სახელმწიფოა თავის უშუალო სამეზობლოში",- წერს მაიკლ ჩეჩირე.
იგი აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სიტყვებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ 2005 წელს, ქვეყანა ამგვარ შეფასებას არ იმსახურებდა:
„საქართველოს დედაქალაქში, თბილისში აღფრთოვანებული მასების წინაშე გამოსვლისას აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსი) ხოტბა შეასხა საქართველოს როგორც „თავისუფლების შუქურას". ეს იყო გამაოგნებელი და უკიდურესად სასიამოვნო რეკლამა მსოფლიოს ერთადერთი სუპერსახელმწიფოს იმჟამინდელი პრეზიდენტისგან. მეორე მხრივ კი, ეს იყო უხეში და პოტენციურად საზიანო გაზვიადება, რომელმაც საქართველოს წაუყენა ისეთი სტანდარტები, რომლებსაც ის იმ დროს არც პასუხობდა და არც იმსახურებდა.
როდესაც 2005 წლის 5 მაისს პრეზიდენტი ბუში ზემოხსენებული სიტყვით გამოვიდა, ნაციონალურ მოძრაობას ახალი გამოგლეჯილი ჰქონდა ძალაუფლება ყოფილი პრეზიდენტისა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის კლეპტოკრატიული რეჟიმის ხელიდან. მიუხედავად ამისა, ნაციონალური მოძრაობა უკვე ეტანებოდა გადაჭარბებულ მეთოდებს და დგამდა არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს სახელმწიფოს მშენებლობის თავისი დღის წესრიგის ფარგლებში".
წერილში ასევე საუბარია „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობაზე და ნათქვამია, რომ „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საქართველოში, ბევრ მნიშვნელოვან ასპექტში თავისუფლების ხარისხი შემცირდა.
„2007 წლის ნოემბრისათვის ნაციონალური მოძრაობის დიქტატორული სტილით საზოგადოებრივი უკმაყოფილება გადაიზარდა მასობრივი საპროტესტო აქციების ტალღაში, რომლებიც ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია, თუმცა კი, პირველ რიგში, ის შეიჭრა და ხელთ იგდო პოპულარული ოპოზიციური ტელევიზია. რვაწლიანი მმართველობის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა რეგულარულად ითვისებდა მიწებს და კერძო საკუთრებას, ციხეები გადაივსო, მედიას მკაცრად აკონტროლებდა სახელმწიფო, ხოლო ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან იძულების ეფექტიან ინსტრუმენტს. 2012 წლისთვის, როდესაც შოკისმომგვრელი არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა წავიდა ხელისუფლებიდან, საქართველოში, სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო მონაცემების თანახმად, დემოკრატიის დონე არაფრით იყო იმაზე მეტი, რაც ფიქსირდებოდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ქვეყნის სათავეში მოსვლის დროისათვის; ბევრ მნიშვნელოვან ასპექტში თავისუფლების ხარისხმა დაიკლო კიდეც",- აღნიშნავს ჩეჩირე.
მას მიაჩნია, რომ დღეს, იმ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხ წელიწადში, პრეზიდენტ ბუშის მიერ 2005 წელს „სხვათა შორის" ამოფრქვეული მომხიბვლელი ხედვა სულ უფრო რეალისტური ხდება. ფართო საერთაშორისო და ადგილობრივი კონსენსუსის თანახმად, გასულ კვირაში ჩატარებული არჩევნები, ზოგადად, სრულყოფილი, თავისუფალი და სამართლიანი იყო.
წერილის დასასრულს აღნიშნულია, რომ საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა კვლავ სჭირდება:
„მართალია, დღეს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია რეგიონში შთამბეჭდავი მაგალითია იმისა, რასაც მას ოდესღაც დიდი ოვაციებით მიაწერდნენ, მაგრამ მას დღესაც სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა თავისი პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად და დადებითი ტრაექტორიის შესანარჩუნებლად".
 
kvira.ge

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: