ამბები

პატრიარქი არჩევნებზე: ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა


 

 "ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა”, – ასე გამოეხმაურა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს.
 „მე მინდა მოგილოცოთ მშვიდობით ჩატარებული არჩევნები, რომელიც გუშინ გაიმართა. ესეც ნიშანია, რომ იზრდება სიყვარული საქართველოში. მაგრამ მე მინდა, ამავე დროს, ვთქვა, რომ ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა. ვისაც ჰგონია, რომ წაგებულია, ისიც გამარჯვებულია და ამას გილოცავთ. მე მინდა ვთხოვო გამარჯვებულთა პარტიას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმათ და სიყვარული გამოაჩინონ იმათ მიმართ, რომელთაც ჰგონიათ, რომ წააგეს. სინამდვილეში, ყველანი, მთელი საქართველო გამარჯვებულია", – ბრძანა უწმინდესმა.
 დღევანდელი საკვირაო წირვის დაწყებამდე, პატრიარქმა ტაძარში სიყვარულის შესახებაც იქადაგა და აღნიშნა, რომ წმინდა მოციქული სიყვარულის შესახებ განსაკუთრებულად ქადაგებდა.
 „წმინდა იოანე ღვთისმეტყველი არის მქადაგებელი სიყვარულისა. სიყვარული არის საფუძველი ადამიანის არსებობისა, ადამიანის ცხოვრებისა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გარდაცვალებამდე სიყვარულს ქადაგებდა. როდესაც მისი მოწაფეები ეკითხებოდნენ, ასე ხშირად რატომ ქადაგებდა სიყვარულზე, მან უთხრა, რომ მთელი სახარების არსი სიყვარულშია. სიყვარული არის მთავარი, რომელიც არ მთავრდება არც აქ და არც საიქიოში. ღმერთმა ინებოს, რომ სიყვარული სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს გულში, მთელს მსოფლიოში", – განაცხადა პატრიარქმა.
 
kvira.ge

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com