ამბები




თეა წულუკიანი და შალვა კიკნაველიძე სვირში მოსახლეობას შეხვდნენ


 
 

 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე სოფელ სვირში მოსახლეობას შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრეს

 თეა წულუკიანის თქმით მნიშვნელოვანია სახელმწიფოში გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაიწყო. მინისტრმა მოსახლეობას იმ პროექტებში ჩართვისკენ მოუწოდა, რომელიც უშუალოდ მათთვის შეიქმნა და არაერთმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა. შეხევდრისას ყურადღება გამახვილდა „აწარმოე საქართველოში", „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" და სხვა პროექტებზე. იუსტიციის მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა 8 ოქტომბერს ხმა მისცენ მომავალს და უარი უთხრან წარსულის დაბრუნებას.

 შალვა კიკნაველიძემ შეკრებილ მოსახლეობას განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com