ამბები




თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა


 

 

 ბოლო ინფორმაციით, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კოლმეურნეობის მოედნიდან, სადაც გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა კიდევ 2 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ამის შესახებ "კვირას” სასწრაფოს პრესსამსახურში განუცხადეს.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. თავად გივი თარგამაძე და მისი მძღოლი თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, აფეთქების შედეგად შემთხვევით გამვლელები დაშავდნენ, სულ 5 ადამიანი. მათ შორის, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავდაპირველად, შემთხევის ადგილიდან სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 2 პირი გადაიყვანა, მათ შორის ერთი ქალბატონია, რომელსაც თავის არეში ჭრილობა აქვს მიღებული.შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com