ამბები




გედევან ფოფხაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას შეხვდა





პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების- ციხისჯვარის, ანდეზიტის, აგრეთვე, ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ,,ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. ამომრჩეველთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ციხისჯვარში, ანდეზიტია და ბაკურიანში წინასაარჩევნო შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც ესწრებოდა. მან ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისა და გედევან ფოფხაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com