ამბები




"მე ვიქნები გორის ხმა პარლამენტში და გორელების ყველა პრობლემას ბოლომდე გავიტან"- ალასანია





,,მე ვიქნები გორის ხმა პარლამენტში" და გორელების ყველა პრობლემას ბოლომდე გავიტან!" – განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ გორში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.

ირაკლი ალასანიამ, როგორც გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან უკვე დაიწყო. დღეს, გორში არსებულ ,,წმინდა წყლის დასახლებაში" იგი კარდაკარის ფორმატში მოსახლეობას გაეცნო და მათი ყოველდღიური პრობლემებით დაინტერესდა. აღნიშნულ დასახლებას ,,მეჯვრისხევის ბარაკებს" უწოდებენ. აქ მცხოვრებთა პრობლემები ისეთივე მძმეა, როგორც არა ერთ სხვა რაიონში. დღემდე არ არსებობს კანალიზაცია, მით უფრო, რომ ეს დასახლება 40 წელს ითვლის. ვერც ამჟამინდელი და ვერც წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანები ვერ ეღირსნენ ისეთი ელემენტარული ყოფითი პრობლემის მოგვარებას, როგორც არის საკანალიზაციო სისტემის არსებობა.

21 –ე საუკუნეში გორის ამ უბანში არ არსებობს გზა, არც არასოდეს ყოფილა არც ერთი ხელისუფლების პირობებში. გადაუჭრელ პრობლემად იქცა მათთვის დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები. ბარაკებში მრავალი წელია ცხოვრობენ ოჯახებად ჩასახლებული ეკომიგრანტები,რომლებიც უკვე მერამდენე წელია უშედეგოდ ითხოვენ დახმარებას. დაუკანონებელი ფართების გამო მათ ვერც საკუთარი სახსრებით შეყავთ გაზი და დენი. საუბარიც კი არაა ხელისუფლების მხრიდან მათთვის რაიმე სახის დახმარების გაწევაზე.

აქვე არსებობს ერთი უცნაური დირეფერცირება მაცხოვრებლების, როგორც აღმოჩნდა ნაწილი იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, დაკანონებული აქვთ ფართი და შესაბამისად გადაჭრილია დენისა და გაზის საკითხიც. როგორც გაირკვა გორში ადამიანებთან ურთიერთობის ორმაგი სტანდარტია დამკვიდრებული.

შეხვედრებმა გამოკვეთა საოცარი ნიჰილიზმი გორის ამომრჩეველში. მთავარი პრობლემა მათთვის ყველაფერთან ერთად არის მათში დამკვიდრებული განცდა, რომ ხელისუფლებამ ისინი მიატოვა და უბრალოდ დაივიწყა. გორში ადამიანები ყვებიან , რომ თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე, როდესაც ირჩევდნენ მერს, ხელისუფლება მხურვალედ ჰპირდებოდა მათ გზის გაკეთებას, თუმცა დღემდე არავინ გამოხმაურებია ამ უბნელებს და არც ვინმეს გადაუჭრია მათი პრობლემები. იხსენებენ ,რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" საცინლად იგდებდა მათ საცხოვრბეელ ადგილსა და პირობებს, ,,ქართული ოცნება" კი მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლა და დღემდე გზა არ აქვთ ადამიანებს გორში.

კარდაკარის ფორმატში ირაკლი ალასანია შეხვდა ასევე ნადირაძის ქუჩის მოსახლეობას, რომლის ნომერ პირველი პრობლემა არის ბაგა–ბაღების არარსებობა. მოსახლეობას რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს იმისათვის, რომ ბავშვი მიიყვანოს ბაღში, რომელშიც ადგილების რაოდენობა ისედაც შეზღუდულია და ბავშები რჩებიან ბაღის გარეთ. ინფრასტრუქტურული პრობლემა აქვს გორის ქალაქს. არ არსებობს მოედნები , შიდა გზები, და კიდევ ერთხელ მთავარ პრობლემად ასახელებენ უყურადღებობას ხელისუფლების მხრიდან და თავს გრძნობენ მიტოვებულად.

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დაპირდა გორის ამომრჩეველს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იქნება ადამიანი, რომელიც შეაწუხებს ადგილობივ და ცენტრალურ ხელისუფლებას და აუცილებლად იქნება შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ,,მე ვიქნები გორის ხმა პარლამენტში" და გორში არსებულ ყველა პრობლემას ბოლომდე გავიტან!" განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com