ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდი უნდა გახდეს ტურისტული ჰაბი

24 აგვისტო, 2016 1 416





ზუგდიდი უნდა გახდეს ტურისტული ჰაბი, - ამის შესახებ „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან გამოსვლის დროს განაცხადა. 


ჩიქოვანმა შეკრებილ მოსახლეობას ზუგდიდის განვითარების მისეული ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი ზუგდიდის მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის შექმნა იქნება, რომელიც ახალბედა ბიზნესმენებს და ადგილობრივებს კონკრეტული ბიზნესიდეის განხორციელებაში დაეხმარება. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, რეგიონში აუცილებელია ტურიზმის განვითარება, რომელიც დასაქმებას შეუწყობს ხელს და ამისათვის აუცილებელია ტურიზმის, მათ შორის რელიგიური ტურიზმის განვითარება. მისივე თქმით, ქალაქ ზუგდიდს აქვს უნიკალური შესაძლებლობა ამ მიმართულებით განვითარდეს და სამეგრელო გახდეს ტურისტული ჰაბი. „მე ბოლომდე დავიხარჯები, რომ ეს კომპლექსი იყოს ისეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მსოფლიოს ყველა მოქალაქის ყურადღებას მიიპყრობს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: