ამბები




„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ ბედუკაძის პარტიისთვის რეგისტრაციის შეჩერებას მოითხოვს


 „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“  ბედუკაძის პარტიისთვის რეგისტრაციის შეჩერებას მოითხოვს

 
 

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" პარტია „ცენტრისტებისათვის" რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს,-განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ გააკეთა.

სოფო კილაძის შეფასებით, „ცენტრისტების" კლიპი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოებრიობას და არის ანტიკონსტიტუციური.

„ სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო სარჩელის მომზადება. ეს სარჩელი ეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეუჩერდეს რეგისტრაცია ამ პოლიტიკურ პარტიას, რათა მან ვერ გააგრძელოს ასეთი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ამ სასარჩელო მოთხოვნას და ამასთანავე, სხვა პოლიტიკური ძალებიც შეურთდებიან ჩვენს ამ ინიციატივას",-აღნიშნა პოლიტიკური საბჭოს წევრმა.

სოფო კილაძის თქმითვე, პარტია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისათვის, რათა მსგავსი ანტიკონსტიტუციური ქმედებები თავიდან იყოს აცილებული.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com