გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დირექტორს - კაილ უილიამსონს შეხვდა.

13 იანვარი, 2016 1 859


0

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორს - კაილ უილიამსონს შეხვდა.შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებებისა და ტრენინგების მნიშვნელობას. მან კაილ უილიამსონს შს სამინისტროში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებიც გააცნო.მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ბოლო წლებში საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. ამის შესახებ პრეს სამსახურები იუწყებიან.


 

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: