ამბები




ირაკლი კობახიძე არჩილ ხაბაძის გადადგომის საკითხს გამოეხმაურა.


 

არჩილ ხაბაძე რჩება ჩვენს გუნდში, - აღნიშნული განცხადებითქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის თავჯდომარის თანამდებობიდან არჩილ ხაბაძის გადადგომის საკითხს გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ახალ ამპლუაში განაგრძობს მუშაობასქართული ოცნების" გუნდთან ერთად ქვეყნისა და აჭარის რეგიონის საკეთილდღეოდ.
ჩვენთვის არჩილ ხაბაძის გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გუნდში წარიმართებოდა კონსულტაციები. ამ კონსულტაციების საფუძველზე იყო სწორედ ეს გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება ბატონი არჩილის მომავალ პოზიციას, ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. ის რჩება ჩვენს გუნდში, როგორც თავადვე განაცხადა",-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონკრეტულად თუ რომელ პოზიციაზეა საუბარი, ამის შესახებ მოგვიანებით გაცხადდება.
პარტიის აღმასრულებელი მდივანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მომავალი თავმჯდომარის დამტკიცების საკითხსაც გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას" სრული რესურსი აქვს იმისათვის, რომ უმაღლეს საბჭოში დამტკიცდეს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა და ეს პროცესი უახლოეს დღეებში აუცილებლად დასრულდება კონკრეტული შედეგით.
რაც შეეხება ახალ კანდიდატურას, ეს არის კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირების პრეროგატივა. აქედან გამომდინარე ვერ ვაკეთებთ ჯერჯერობით კომენტარს კონკრეტულ გვართან დაკავშირებით, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com