ამბები

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოცხადდა


 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოცხადდა

 

  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე,   სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

     მერაბიშვილის  ადვოკატის განმარტებით, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა. , მისი თქმიტ ეს უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც ამგვარი დარღვევა დგინდება 100 ათასობით საქმიდან.

"ვანო მერაბიშვილი მესამე პოლიტიკოსია იულია ტიმოშენკოსა და ლუცენკოს შემდგომ, რომლებზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. ვანო მერაბიშვილის პატიმრობის აპელაცია დაუსაბუთებელი განჩინებით გამოვიდა, ასევე მას დაუსაბუთებლად გაუგრძელდა წინასწარი პატიმრობა და რაც ყველაზე მთავარია, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა, მისი სისხლის სამართლებრივი დევნა, პატიმრობის გაგრძელება არ ემსახურებოდა კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს, სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი, რაც პირდაპირ მიუთითა გადაწყვეტილებაში, გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვანი მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან, მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით არ იქნა გამოძიებული და ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე დაადგინა, რომ ადგილი ქონდა უხეშ დარღვევას თავისუფლების უფლებით. პრაქტიკულად, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი,"- განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთო კახიძემ..


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com