ამბები




მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ამერიკის ელჩს შეხვდა


მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ამერიკის ელჩს შეხვდა



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა განიხილეს 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები და დაადასტურეს უმაღლესი და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. იან კელიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური კურსის და ეკონომიკური განვითარების მიმართ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დაგეგმილი მთელი რიგი ინიციატივების განხორციელების პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხების განხორციელების მიზნით.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com