ამბები




ირაკლი კობახიძემ არმაზ ახვლედიანთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა


ირაკლი კობახიძემ არმაზ ახვლედიანთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
 
  დღეს დილიდან, საინფორმაციო საშუალებებმა ინტენსიურად გაავრცელეს ინფორმაცია არმაზ ახვლედიანის ქართული ოცნებიდან  წასვლის შესახებ.
ამ ფაქტს პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა:
 

არმაზ ახვლედიანი უკვე დიდი ხანია წასულია პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან"

„თავისთავად ის ფაქტი, რომ არმაზ ახვლედიანი აღარ არის „ქართულ ოცნებაში", ესეც არის იმის ნიშანი, რომ პარტია სერიოზულად მუშაობს გაჯანსაღებაზე. მათ შორის საკადრო მიმართულებით"-განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, არმაზ ახვლედიანს მისი არაადექვატური ქმედებებისა და განცხადებების გამო დაახლოებით ერთი წლის წინ შეუჩერდა პოლისტსაბჭოს წევრობის სტატუსი.

„არმაზ ახვლედიანი უკვე დიდი ხანია წასულია პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან". მას დიდი ხანია დატოვებული აქვს პარტიის პოლიტიკური საბჭო. ელემენტარული ინფორმაციაც კი არ აქვს იმის თაობაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს პარტიაში. არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებები არ არის რელევანტური ჩვენთვის, ის არ არის ღირებული პოლიტიკური ფიგურა იმისათვის, რომ განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთოდ. მის განცხადებებს სერიოზულად ვერ მოვეკიდებით"-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com