დაღუპული სამხედროების პატივსაცემად თავდაცვის სამინისტროში მემორიალი გაიხსნა

02 მაი, 2016 2 090


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის სამინისტროს ეზოში მემორიალი გაიხსნა. 
 
თავდაცვის მინისტრმა გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების წვლილზე გაამახვილა ყურადღება და თავდაცვის უწყების ეზოში მემორიალის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა

 

მემორიალის გახსნას დაესწრნენ ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე კობა კობალაძე.

ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სამგლოვიარო მარში შესრულდა.


скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: