საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა


 
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი პირველი მოსმენით განიხილა. 
კომიტეტის სხდომაზე, რომელიც გუშინ სტრასბურგში გაიმართა, საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა.

საკითხის მომხსენებელი ევროკომისიის წარმომადგენელი მარია გაბრიელა იყო, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერლიზაციის დაწესებას. 

კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტისა და საბჭოს N539/2001 რეგულაციაში ცვლილების თაობაზე, რომელიც საქართველოს რეგულაციის 1-ელი დანართიდან (ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) მე-2 დანართში (უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) გადატანას ითვალისწინებს. 

რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, შემდგომი განხილვა ისევ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში გაიმართება. მომხსენებელმა უნდა მოამზადოს მოხსენება, რომელიც ჯერ ამავე კომიტეტში, კომიტეტის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში კი უკვე კენჭისყრაზე ევროპარლამენტში უნდა გავიდეს.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com