...
ამბები

გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად გოჩა ჯამარაული წარადგინეს.

Avatar
T:555 000 289

[center]გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად გოჩა ჯამარაული წარადგინეს.[/center

დღეს, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ’’ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად გოჩა ჯამარაული წარადგინა.
დღესვე, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გარდაბნის მუნიციპალიტეტში გახსნეს.
,,დღეს, გვქონდა შეხვედრა გარდაბნის ადგილობრივ მოსახლეობასთან, პარტიის აქტივთან. საოლქო ორგანიზაციის კონფერენციის შედეგად ავირჩიეთ პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ასევე წარვადგინეთ გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი ეს გახლავთ ბატონი გოჩა ჯამარაული. თქვენ იცით გოჩას კარიერა , ის წლების განმავლობაში სპორტით, ფეხბურთით იყო დაკავებული, საქართველოს ნაკრებში არაერთი თამაში აქვს ჩატარებული. სპორტის შემდეგ, საკმაოდ წარმატებულად ჩაერთობიზნესში. ის არის კარგი მენეჯერი და რაც მთავარია პატიოსანი ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრებით.
სამომავლოთ, ჩვენს გუნდთთან ერთად ვგეგმავთ გარდაბნის რაიონის და ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი ღონიძიებების გატარებას.’’ - განაცხადამ.პ.გ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ
,,დღეს წარვადგინეთ კოალიცი ,,ქართული ოცნების’’ გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი.ეს კანდიდატი შეირჩა მისი პროფესიულიუნარ-ჩვევების გამო, ის არის თავისი საქმის პროფესიონალი, სუფთა წარსულით რომელიც ნამდვილად გახდება გარდაბნელების რჩეული და ვფიქრობ ღირსეულად გაიმარჯვებს არჩევნებში.’’ - განაცხადა მ.პ.გ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ." - ნათქვამია მ.პ.გ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ პრეს რელიზში.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com